თავი 1
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
1. iurusti.wordpress.com-ზე შემოსვლით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოყვენილ წესებს.
2. კანონი “მასალი გამოყენების შესახებ” (შემდგომში “კანონი”) წარმოადგენს ბლოგის უზენაეს კანონის “რეგლამენტის” განუყოფელ ნაწილს და მისი საწინააღმდეგო ყველა შეთანხმება ბათილია.
მუხლი 2 კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი არეგულირებს:
1. ბლოგზე მასალი განთავსების წესებს
2. ბლოგზე განთავსებული მასალის სხვა საიტებზე/ბეჭდვით მედიაში გამოყენების წესებს.
მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი ვრცელდება:
1. ამ ბლოგზე
2. ამ ბლოგიდან გამოყენებულ მასალაზე, მიუხედავად იმისა სადაა იგი გამოყენებული.
თავი 2
ბლოგზე მასალის განთავსების წესები
მუხლი 4
1. ბლოგზე აკრძალულია ყველა სახის პოლიტიკური თემატიკის პოსტების გამოქვეყნება.
2. ბლოგზე აკრძალულია ყველა სახის რელიგიური პოსტების გამოქვეყნება.
3. ბლოგზე აკრძალულია ყველა სახის პოსტების გამოქვეყნება, რომლებიც შინაარსით ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას.
4. ბლოგზე აკრძალულია ყველა სახის პოსტების გამოქვეყნება, რომლებიც არღვევენ საავტორო უფლებებს.
მუხლი 5 სხვა საიტიდან მასალის კოპირების წესები
1. პოსტის/სტატიის ან სხვა სახის ბეჭდური/ციფრული მასალის დაკოპირების შემთხვევაში ამ ბლოგზე აუცილებელია, წყაროს მასალის მითითება.
2. წყაროს მითითება მოიცავს:
ა) სტატიის ავტორის მინიშნება პოსტის ბოლოს/თავში
ბ) ვებ-გვერდის მითითება საიდანაც დაკოპირებულია პოსტი/სტატია ან სხვა სახის ბეჭდური/ციფრულია მასალა.
გ) იმ ბეჭდური გამოცემის მიტითება საიდანაც დაკოპირებულია პოსტი/სტატია ან სხვა სახის ბეჭდური/ციფრულია მასალა.
3. სტატიის განმთავსებელი უფლებამოსილია მიუთითონ მისი სახელი,გვარი,ინიციალები ან სხვა სახის იდენტიფიკაციის საშუალებები მის მიერ შექმნის სტატიებზე.
თავი 3
ბლოგზე განთავსებული მასალის გამოყენების წესები
მუხლი 6
ბლოგზე განთავსებული მასალა დაცულია საავტორო უფლებით
მუხლი 7
ბლოგზე განთავსებული მასალა შეუძლია გამოიყენოს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
მუხლი 8
1. ბლოგზე განთავსებული მასალის გამოყენება პირადი მიზნებისათვის გამოყენება დასაშვებია დამფუძნებელთან შეთანხმების გარეშე.
2. ბლოგზე განთავსებული მასალის გამოყენებისას/გავრცელებისას სოციალურ ქსელებზე სასურველია გამოუყენოთ ოფიციალური “გაზიარების” (SHARE) ღილაკები.
მუხლი 9
ბლოგზე განთქავსებული მასალის გამოყენება ყველა მიზნით (გარდა პირადი მიზნებისა) დასაშვებია მხოლოდ დამფუძნებელთან შეთანხმებით ან/და ამ კანონის 10 მუხლში მოცემული მოთხოვნების დაცვით.
მუხლი 10
1. ბლოგზე განთავსებული მასალის გამოყენება ყველა მიზნით (გარდა პირადი მიზნებისა) დასაშვებია მხოლოდ წყაროს სახით ამ ბლოგის მითითებით.
2. წყარო მითითებულად ჩაითვლება თუ :
ა) სტატიის ბოლოს/დასწყისში მითითებულია სტატიის ბმული (რომელიც მომხმარებელს გადმოიყვანს ამ ბლოგზე)
ბ) სტატიის ბოლოს/დასაწყისში მითითებულია ამ ბლოგის(სტატიის) ბმული (რომელიც გადმოიყვანს მომხამრებელს ამ ბლოგზე)
გ) სტატიის ბოლოს/დასაწყისში მითითებულია ეს ბლოგი როგორც წყარო
დ) სტატიის ბოლოს/დასაწყისში მითითებულია სტატიის ავტორი
3. ამ მუხლის 2 ნაწილისაგან განსხვავებით წყაროს მითითება შეთანხმებულ უნდა იქნას ბლოგის დამფუძნებელთან/ადმინისტრატორთან
თავი 4
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 11
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 12
აღნიშნული კანონი მოქმედებს როგორც ბლოგზე ასევე მის Facebook-ის გვერდზე, რომლის მისამართია www.facebook.com/Blog.For.Lawyers
მუხლი 13
კანონი წარმოადგენს ბლოგის რეგლამენტის განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მხოლოდ მასთან ერთად.