ბლოგის რეგლამენტი

თავი 1
ზოგადი დებულებები

მუხლი 1
1. iurusti.wordpress.com-ზე შემოსვლით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოყვენილ წესებს.
2. რეგლამენტი წარმოადგენს ბლოგის უზენაეს კანონს და მისი საწინააღმდეგო ყველა შეთანხმება ბათილია.

მუხლი 2
1. “ბლოგი (არა)იურისტებისათვის” (შემდგომში – “ბლოგი”) წარმოადგენს 2011 წელს შექმნილ იურიდიულ ბლოგს.
2. ბლოგის მისამართია: http://iuristi.wordpress.com/
3. ბლოგზე შემოსვლა შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
4. ბლოგის მუშაობაში ჩართვა ან/და განვითარებაში ხელის შეწყობა შეუძლია ყველა ფიზიკურდ და იურიდიულ პირს ბლოგის დამფუძნებელთან შეთანხმებით და მისი ნებართვით. (საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია სხვა რეგისტრირებულ მომხმარებლებთან შეთანხმება)

თავი 2
ზოგადი დებულებები ბლოგთან დაკავშირებით

მუხლი 3
რეგლამენტის შექმნის მომენტისთვის,ბლოგის სახელია “ბლოგი (არა)იურისტებისათვის”.  სახელის გადარქმევის საკითხს წყვეტს ბლოგის დამფუძნებელი.

მუხლი 4
ბლოგს არ აქვა რაიმე კონკრეული მიზანი.  იგი წარმოადგენს შემეცნებით/გასართობი რესურსს, სადაც ქვეყნდება სტატიები იურიდიულ საკითხებთან დაკაავშირებით.

თავი 3 
დამფუძნებლის უფლებები და მოვალეობები
ადმინისტრატორის დანიშვნის წესები 

მუხლი 5
ბლოგის დამფუძნებელი,ამავდროულად არის ვებ-გვერდის ადმინისტრატორი და იგი ფლობს მისთვის მინიჭებულ განსაკუთრებულ უფლებებს.

მუხლი 6 
ადმინისტრატორების რაოდენობას და მათი დანიშვნის საკითხს წყვეტს დამფუძნებელი.(საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია სხვა რეგისტრირებულ მომხმარებლებთან შეთანხმება)

თავი 4
დაშვებული მოქმედებები

მუხლი 7
ბლოგის წვერებს(რეგისტრირებულ პირებს) და სტუმრებს შეუძლიათ:
1 . გაეცნონ ბლოგში მოცემულ ინფორმაციას.
2. გააკეთონ ნებისმიერი სახისა თუ შინაარსის კომენტარები და შექმნან პოსტები, გარდა 8 მუხლში აკრძალულისა.
3.  მიმართონ სხვა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრატორებსა და დამფუძნებელს.
4.  მოიწვიონ სხვა პირები ბლოგის დასათვალიერებლად ან მასში გასაწევრიანებლად, ვინც აკმაყოფილებენ 1 მუხლში მოცემულ მოთხოვნებს.
5.  ნებისმიერ დროს დატოვონ გვერდი. (გააუქმონ რეგისტრაცია)


თავი 5
აკრძალული მოქმედებები

მუხლი 8
ბლოგზე იკრძალება:
1. ყველა სახის პოსტების გამოქვეყნება, რომლებიც შინაარსით ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას.
2. ყველა სახის პოსტების გამოქვეყნება, რომლებიც არღვევენ საავტორო უფლებებს.
3. პოსტების/სიახლეების ქართული საიტებიდან დაკოპირება წყაროს მითითების გარეშე.(წყაროს მითითებაში იგულისხმება ბმულის დართვა პოსტზე)
4.პიროვნების შეურაცხყოფა რელიგიის, ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რასისა და მსოფმხედველობის საფუძველზე.
5.უცენზურო გამონათქვამების გაკეთება ნებისმიერი პირის მიმართ.
6. ბლოგზე დაუშვებელია უცენზურო და შეურაწმყოფელი გამონათქვამების დაფიქსირება კომენტარებში,პოსტებში და გამოკითხვებში.
7.რაიმე საკითხის შესახებ წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის განზრახ გავრცელება.
8.ისეთი პიროვნების დარეგისტრირება ადმინისტრატორთან შეუთანხმებლად,რომელიც არ აკმაყოფილებს 2.4 მუხლში მოცემულ მოთხოვნას.

თავი 6
სასჯელები 

მუხლი 9
1.ადმინისტრატორი უფლებამოსილია,რეგლამენტის 8 მუხლის დარღვევის შემთხვევაში გააფრთხილოს წევრი ან/და დროებით ან სამუდამოდ გააძევოს(იგულისხმება IP-მისამართის დაბლოკვა) წევრი საიტიდან.
2. ადმინისტრატორი უფლებამოსილია წაშალოს ის პოსტები და კომენტარები,რომლებიც არღვევენ რეგლამენტით დადგენილ წესებს.
3.საიტიდან მომხმარებლის დროებით გაძევების(IP მისამართის დაბლოკვის) ვადა განისაზღვრება 50წუთიდან  -  50დღემდე.
4.ადმინისტრატორის სტატუსი არ წარმოადგენს დანაშაულის შემამსუბუქებელ ან გამომრიცხავ გარემოებას.
5.ადმინისტრატორის პასუხისმგებლობის საკითხს წყვეტს ბლოგის დამფუძნებელი.(საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია სხვა რეგისტრირებულ მომხმარებლებთან შეთანხმება)


თავი 7
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 10
1. რეგლამენტში ცვლილებების შეტანის საკითხს წყვეტს ჯგუფის დამფუძნებელი.(საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია სხვა რეგისტრირებულ მომხმარებლებთან შეთანხმება)
2. დამფუძნებელი ვალდებულია საჯაროდ გამოაქვეყნოს შესატანილი ცვლილებები.

მუხლი 11
რეგლამენტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 12 
აღნიშნული რეგლამენტი მოქმედებს როგორც ბლოგზე ასევე მის Facebook-ის გვერდზე, რომლის მისამართია www.facebook.com/Blog.For.Lawyers 

მუხლი 13
რეგლამენტთან ერთად ბლოგზე არსებობს კანონი “მასალის გამოყენების შესახებ”.  იგი განუყოფელი ნაწილია რეგლამენტისა და მოქმდებს მასთან ერთად.

დააფიქსირე შენი აზრი :

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s